21/03/2021

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

  • 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ტყის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

„ტყე დედამიწაზე არსებული ხმელეთის მესამედს შეადგენს თუმცა, ყოველწლიურად, ადამიანები მილიონობით ჰექტარ მიწას ითვისებენ, რაც ტყის საფარის მნიშვნელოვნად შემცირებას იწვევს. ტყის დაცვასა და აღდგენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ორგანიზმების კეთილდღეობისთვის“ – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

ტყე გამოყოფს ჟანგბადს, ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, ეროზიისგან იცავს ნიადაგს, დადებით გავლენას ახდენს ჰაერის მასების მოძრაობასა და ტემპერატურაზე და შთანთქავს ატმოსფეროში არსებულ რადიაქტიურ ნივთიერებებს.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *