21/03/2021

10 წარმატებული ადამიანი, რომელმაც ერთ დროს პროფესია შეიცვალა

  • სხვადასხვა პროფესიულ სფეროში არაერთი ადამიანი მოიძებნება, რომელმაც კარიერის ერთ ან მეტ ეტაპზე მისი შეცვლა გადაწყვიტა. ხშირად ეს გადაწყვეტილება რისკსაც უკავშირდებოდა, თუმცა, შედეგი მათთვის სასურველი აღმოჩნდა; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევებში მიზანმა საშუალება გაამართლა.

1. ჯეფ ბეზოსი

ბეზოსის კარიერა წლების განმავლობაში მოგებაზე ორიენტირებულ სამუშაოს უკავშირდებოდა. იგი უოლ-სტრიტზე მდებარე სხვადასხვა ფინანსურ ფირმას ხელმძღვანელობდა, სანამ 31 წლის ასაკში ელექტრონული კომერციის სფეროთი დაინტერესდებოდა და მსოფლიოს უდიდეს ონლაინმაღაზიას — ამაზონს — დააარსებდა. ამგვარად ბეზოსმა უმდიდრესი ადამიანის წოდებაც მოიპოვა.

2. ჯულია ჩაილდი

ჩაილდი სარეკლამო ინდუსტრიაში, მედიასა და სადაზვერვო სამსახურშიც კი მუშაობდა, სანამ 50 წლის ასაკში რეცეპტების პირველ წიგნს დაწერდა. მოგვიანებით იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი შეფმზარეული გახდა.

3. მართა სტიუარტი

სტიუარტი მოდელი იყო. 25 წლის ასაკში დედობას ახალი საქმიანობაც შეუთავსა და 5 წელი უოლ-სტრიტზე მომუშავე ბროკერად გაატარა. მოგვიანებით, სხვადასხვა სფეროსადმი საკუთარი სიყვარული მან ერთ კომპანიაში გააერთიანა და ბიზნესსაქმიანობაც ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო.

4. მაიკლ ბლუმბერგი

ბლუმბერგმა 2002 წელს, 59 წლის ასაკში კომპანია Bloomberg L.P.-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა და ბედი პოლიტიკაში სცადა. წარმატებული მცდელობა ნიუ-იორკის მერად არჩევით დასრულდა. ამ თანამდებობაზე მან 11 წელი გაატარა, მოგვიანებით კი კვლავ ძველ საქმიანობას დაუბრუნდა.

5. ვერა ვონი

ვონი ფიგურულად მოსრიალე და ჟურნალისტი იყო, სანამ 40 წლის ასაკში მოდის ინდუსტრიაში ჩართვას გადაწყვეტდა. დღესდღეობით იგი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დიზაინერად მოიაზრება.

6. დუეინ ჯონსონი

ჯონსონმა პროფესია არა ერთხელ, არამედ ორჯერ შეიცვალა. იგი კანადური საფეხბურთო ლიგის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის ნახევარმცველი იყო, სანამ 1996 წელს, 24 წლის ასაკში ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციას შეუერთდებოდა, რომელმაც მას ცნობადობა მოუტანა. მოგვიანებით, 2000-იანი წლების დასაწყისში იგი სატელევიზიო ვარსკვლავი და მსახიობიც გახდა.

7. არნოლდ შვარცენეგერი

ჯონსონის მსგავსად, ორჯერ მოუწია პროფესიის შეცვლა შვარცენეგერსაც. თავდაპირველად, იგი ბოდიბილდერიდან წარმატებულ მსახიობად იქცა, მოგვიანებით კი, 2003 წელს, კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა 56 წლის ასაკში.

8. ჯონა პერეტი

პერეტი საბაზო სკოლაში კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებლად მუშაობდა და ბავშვებს მაიკროსოფტ ვორდის გამოყენებას ასწავლიდა. 30 წლის ასაკს გადაცილებულმა პერეტიმ მასწავლებლობა მიატოვა და ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახალი ამბების და გასართობი კონტენტის ვებგამოცემა, Buzzfeed, დააფუძნა.

9. ბებია მოზესი

ანა მერი რობერტსონმა, რომელსაც ბებია მოზესის სახელით იცნობენ, ფერმწერის პროფესია 78 წლის ასაკში შეითავსა. 2006 წელს მისი ერთ-ერთი ნამუშევარი $1,2 მილიონად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ წარმატებული მხატვრის კარიერის დაწყებამდე იგი დიასახლისი იყო და მეურნეობაში მუშაობდა.

10. ტაკიჰირო მორი

მორი აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა, სანამ 51 წლის ასაკში უძრავი ქონების აგენტი გახდებოდა. მან დააფუძნა კომპანია, რომლიდან მიღებულმა მოგებამაც 1992 წელს იგი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად აქცია. მაშინ მისი ქონება $13 მილიარდს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვის დაწყება გვიანი არასდროსაა, სწორ ადგილას და სწორ დროს მოხვედრა ბევრს ნიშნავს. ეს დროის და სხვა მატერიალურ რესურსთან ერთად ენერგიასაც დაგაზოგვინებთ.

წყარო: on.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *