21/03/2021

დაუნის სინდრომის მსოფლიო კვირეულს ზუგდიდის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

  • დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლემ, დღის ცენტრ ,,ნერგების“ ბენეფიციარებს უმასპინძლა.ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში გამართულ ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მოადგილე კონსტანტინე კაკავა ესწრებოდნენ.გიორგი შენგელიას თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ხელშეწყობა და თანადგომა ამ ადამიანების მიმართ, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, აღსანიშნავია ის მუნიციპალური პროგრამები, რასაც მათ ხელშესაწყობად ვახორციელებთ.

დღის ცენტრ ,,ნერგების“ ბენეფიციარებს სტუმრობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *