20/03/2021

Instagram ახალ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც 13 წლამდე ბავშვებზე იქნება გათვლილი

Facebook-ს სურს, რომ მისი პროდუქტი ნებისმიერი ასაკის აუდიტორიას მოარგოს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა Instagram-ის ახალი ვერსიის შექმნა, რომელიც კონკრეტულად 13 წლამდე ბავშვებზე იქნება გათვლილი.

ახალი აპლიკაცია ხუთშაბათს დაანონსდა, თუმცა ხელმისაწვდომი ჯერ არ არის. დღეის მდგომარეობით ინსტაგრამზე რეგისტრაციისას 13 წლის მაინც უნდა იყოთ.

“ბავშვები გამუდმებით ეკითხებიან მშობლებს, შეუძლიათ თუ არა მათ, რომ შეუერთდნენ აპლიკაციას და გაატარონ დრო მეგობრებთან ერთად. დღეისათვის, მშობლებს დიდი არჩევანი არ აქვთ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ბავშვებისთვის ახალ ვერსიაზე დაგვეწეყო მუშაობა, როგორც ეს Messenger Kids-ის შემთხვევაში ვქენით” — აცხადებს ფეისბუქის სპიკერი, ჯო ოსბორნი

ინსტაგრამი ფეისბუქმა თითქმის 10 წლის წინ, $1 მილიარდად შეიძინა და კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად იქცა, მაშინ როცა ფეისბუქი ახალგაზრდებს შორის თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებდა

წყარო: on.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *