20/03/2021

სკოლა 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, თუ მასწავლებლები კოვიდტესტირებას არ ჩაიტარებენ

  • მასწავლებლები და სასკოლო საზოგადოება სრულად, ვალდებულია ორ კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტი ჩააბაროს. ამას კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესი განსაზღვრავს. 

მასწავლებლებს არჩევანი არ აქვთ – მოსწონთ თუ არა, კოვიდტესტირება უნდა ჩაიტარონ. 

მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს არ სურს ტესტის ჩატარება? – სხვათა შორის, ამბობენ, რომ ტესტირებას დაქვემდებარებული მასწავლებელი, თუ ამ პროცედურაზე უარს იტყვის, ბაზაში „გაწითლდება“ და სკოლაც დაჯარიმდება.

ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, არსებობს თუ არა რაიმე რეგულაცია და თუ ყოფილა შემთხვევა, პედაგოგს პრინციპული უარი ეთქვას კოვიდტესტირებაზე?

განათლების სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ასეთი პრეცედენტი ნამდვილად იყო, მათ მიმართეს აუდიტის სამსახურს და საბოლოოდ საქმე რეაგირებისთვის შრომის ინსპექციას გადაეცა.

შრომის ინსპექციაში გვიპასუხეს, რომ დადგენილების მიხედვით, სასკოლო საზოგადოების  20 პროცენტი უნდა დაიტესტოს – ესაა მინიმალური ზღვარი. თუ სკოლა დაწესებულ ზღვარს ჩამოსცდება, მაშინ იგი, როგორც იურიდიული პირი, 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *