18/03/2021

როდიდან გაიხსნება საბავშვო გასართობი ცენტრები

  • 1-ლი აპრილიდან საბავშვო გასართობი ცენტრები გაიხსნება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ითქვა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო გასართობმა ცენტრებმა მუშაობა პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით უნდა განაახლონ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა. საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ასევე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვები კიდევ უფრო შეამსუბუქა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *