15/03/2021

ყურადღება! 4 წლის ნაცვლად, აბიტურიენტს 5-6 წელი მოუწევს სწავლა, თუ ამ პროგრამებს აირჩევს

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ძირითადად 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამები აქვთ, თუმცა არსებობს ინტეგრირებული პროგრამები, რომლებზეც სტუდენტები 5 ან 6 წელიც კი სწავლობენ.  

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებმა პრიორიტეტული სიის შედგენისას ყურადღება მიაქციონ პროგრამის კრედიტების რაოდენობას, რადგან შეიძლება მოულოდნელად აღმოაჩინონ, რომ 4 წლის ნაცვლად, 5-6 წელი უწევთ სწავლა.

გაითვალისწინეთ, რომ 240 კრედიტიანი პროგრამა ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება 4 წელი გრძელდება; 300 კრედიატიან პროგრამაზე – 5 წელი; ხოლო 360 კრედიტიან პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 6 წელია.

გთავაზობთ, იმ პროგრამების დასახელებებს, რომელის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტებს 4 წლის მაგივრად, სწავლა 5 ან 6 წელი მოუწევთ:

  • დიპლომირებული სტომატოლოგი – 300 კრედიტი (5 წელი);
  • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო –  300 კრედიტი (5 წელი);
  • ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 300 კრედიტი (5 წელი);
  • დიპლომირებული მედიკოსი – 360 კრედიტი (6 წელი).

დამატებითი რჩევები რეგისტრაციისთვის იხილეთ “ეტალონის” ინტერვიუში:რა პრიორიტეტებით უნდა დაალაგოს რეიტინგული სია აბიტურიენტმა – რჩევები „ნაეკის“ საგამოცდო სამსახურის უფროსისგან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *