15/03/2021

გაფრთხილება მოსახლეობას: უახლოეს დღეებში ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, წვიმა, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდევი

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი. 

სააგენტოს ცნობით, 16-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, 18 მარტს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შედეგად თოვლის ინტენსიურმა დნობამ და თანდართულმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *