13/03/2021

ზაფხულში მასწავლებლები კორონავირუსზე აიცრებიან – მასობრივი იმუნიზაცია იწყება

  • „ზაფხულში გვექნება მასობრივი იმუნიზაცია“,- ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლაზე ისაუბრა.

გარკვეულია, რომ ვაქცინაციის პირველი ეტაპი სამედიცინო პერსონალს შეეხება, ხოლო მეორე ეტაპი რისკჯგუფში შემავალ ადამიანებს მოიცავს, მათ შორის, საპენსიო ასაკის პირებს, ასეთი კატეგორიის მასწავლებელი კი საქართველოში არცთუ ცოტაა.

ოფიციალური ინფორმაციით, 65 წლის და უფროსი ასაკის მასწავლებლების რაოდენობა კერძო სკოლებში 491-ია, საჯაროში კი – 4 525, რაც ნიშნავს, რომ მედპერსონალის შემდეგ, პირველ რიგში, ასაკობრივი რისკებიდან გამომდინარე, საქართველოში 5 016 პედაგოგს მოუწევს კორონავირუსზე აცრა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსზე ვაქცინაცია ნებაყოფლობითია,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *