11/03/2021

2000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება – განაცხადის წარდგენის ვადა განისაზღვრა

  • სწავლის დაფინანსების მიზნით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების განაცხადებს 31 მაისამდე მიიღებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და დასძინა, რომ მერია წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური დახმარება მიიღონ.

„სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვეხმარებით წარმატებულ და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს.

ჩვენ გავზარდეთ სტუდენტების რაოდენობა და მივეცით შესაძლებლობა ახალგაზრდებს, წარმატებულ სტუდენტებს, ფინანსურად დავეხმაროთ, დავუფინანსოთ სწავლა, შესაბამისად, გაზაფხულის სემესტრის დასაფინანსებლად, საბუთების მიღება დაიწყო პირველ მარტს და გაგრძელდება 31 მაისი ჩათვლით. პროგრამის ფარგლებში 2000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის საფასური“, – აღნიშნა კალაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *