10/03/2021

Oscar-ის დაჯილდოების 93-ე ცერემონის ადგილი შესაძლოა შეიცვალოს

ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია Oscar-ის დაჯილდოების 93-ე ცერემონიის რკინიგზის სადგურზე ჩატარებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ გამოცემა Deadline იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონია შესაძლოა ლოს-ანჯელესის Union Station-ის რკინიგზის სადგურზე ჩატარდეს, რადგანაც ლოკაცია სოციალური დისტანციის უკეთ დაცვის საშუალებას იძლევა.

Oscar-ის დაჯილდოების ცერემონია 25 აპრილს გაიმართება. არ არის გამორიცხული, ღონისძიება რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *