10/03/2021

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს

  • საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.

განმეორებითი არჩევნები, რომელიც 24 თებერვალ ქვორუმის არ არსებობის გამო გადაიდო, 10 მარტს გაიმართა. იმისათვის, რომ განმეორებით არჩევნებზე ქვორუმი შემდგარიყო, საჭირო იყო ნამდვილ წევრთა ნახევარზე მეტის რეგისტრაცია (50%+1 ხმა).

არჩევნებზე რეგისტრაცია 25-მა სუბიექტმა გაიარა, ხმების საერთო რაოდენობით – 42 (74-იდან) და ყველა მათგანმა ნდობა იოსებ ტყემალაძეს გამოუცხადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *