10/03/2021

“დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით”

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ჩატარდა პროექტის “დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით” (ფასილიტატორები: მედეა თორია და ნანი მოსიძე) ფარგლებში დაგეგმილი დოკუმენტური ფილმის “რა გვაიძულებს დაწკაპუნებას”, ჩვენება და ვორკშოპი.

შეხვედრაზე იმყოფებოდა პროექტის კოორდინატორი ქეთი გოცირიძე. მან “ზუგდიდელებთან” საუბარში აღნიშნა, რომ პროექტი ხორციელდება ოთხ რეგიონში.პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ახალგაზრდებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.პროექტს ახორციელებს ჩეხური საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია PEOPLE IN NEED.პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *