01/03/2021

ბიბლიოთეკები მუშაობას დღეიდან, მუზეუმები კი ხვალიდან განაახლებენ

  • დღეიდან იხსნება ბიბლიოთეკები, სადაც იმოქმედებს დამატებითი რეგულაციები. პირბადე და დისტანციის დაცვა ბიბლიოთეკებშიც აუცილებელია. მომხმარებლებს სამკითხველო დარბაზის მაგიდებთან 2-მეტრიანი დისტანციით განათავსებენ. მანამდე ისინი დეზობარიერსაც გაივლიან.

სიახლეა ის, რომ გამოყენებული ლიტერატურა, რომელსაც მკითხვები ბიბლიოთეკებში დააბრუნებს, წავა 72 საათით კარანტინში, ვიდრე მას თაროებზე დააბრუნებენ.

2 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი რეგულაცებით განაახლებენ მუშაობას მუზეუმები. გაკონტროლდება სამუზეუმო სივრცეებში მოქალაქეთა რაოდენობა. სავალდებულო იქნება თერმოსკრინიგი, პირბადის ტარება და დეზობარიერის გავლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *