28/02/2021

მასწავლებლები და მოსწავლეები ოთხშაბათს დაისვენებენ – ვინ და როდის დააწესა უქმე დღედ 3 მარტი?

3 მარტს საქარველოში დედის დღე აღინიშნება და ოფიციალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული. შესაბამისად, სკოლებში სასწავლო პროცესი არ წარიმართება, მასწავლებლები და მოსწავლეები კი დაისვენებენ. 

დედის დღე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა… დედის დღეს საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა, 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს 46-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს.

ცნობისთვის, დედის დღის შემდეგ, სკოლებში 8 მარტიდან 15 მარტამდე საგაზაფხულო არდადეგებია, რაც ნიშნავს, რომ სკოლები ერთი კვირით დაისვენებენ. 

საჯარო სკოლებში არდადეგებისა და დასვენების დღეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამისი კანონით წინასწარ არის განსაზღვრული. რაც შეეხება კერძო სკოლებს, იქ სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ.

2020-2021 სასწავლო წელს სწავლის ხანგრძლივობა 170 დღეს მოიცავს. I სემესტრი 74 სასწავლო დღეს შეადგენს, II სემესტრი კი – 96 სასწავლო დღეს.

I კლასი სასწავლო წელს 27 მაისს დაასრულებს, XII კლასი – 20 მაისს, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი – 15 ივნისს. რაც შეეხება არდადეგებს, ზამთრის არდადეგები დაიწყება 30 დეკემბერს და გაგრძელდება 14 იანვრის ჩათვლით, საგაზაფხულო არდადეგები კი – 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *