27/02/2021

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღეა

57622130 - ngo contribution corporate foundation nonprofit concept

  • დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღეა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 10 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

„ისინი აქტიურად უწყობენ ხელს პოზიტიურ, შედეგზე ორიენტირებულ ცვლილებებს ქვეყანაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანის უფლებების დაცვის, პრევენციის, ცალკეული სფეროების განვითარების მხარდაჭერისა და რეფორმირების მიმართულებით“ – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ფარგლებში, 2021 წლიდან დაიწყო ახალი ოთხწლიანი პროექტი, რომელიც დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების მრავალმხრივ მხარდაჭერას. ამჯერად პროექტის საერთო ბიუჯეტი 6 მილიონი ევროა და საგრძნობლად გაზრდილია ქვეგრანტების მოცულობა – 1.8 მილიონი ევრო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *