26/02/2021

“მემენტო მორი”- თავი 3

 თავი  III

ზაფხულის პირველი თვის შუა რიცხვები დამდგარიყო… ბუგრი, რომელიც წამოეზარდა დედამიწას „კორონას“ სახით,  უკვე ბოლომდე მოიშორა. საწყალ ხალხს, რომელიც ბუნაგს ორჯერ მოწყდა, მეორეჯერ მოუწია შინ დაბრუნება. მათი ვირუსისადმი შიში უკვე ქსენოფობიაში გადაიზარდა!

მსოფლიომ დიგრესია განიცადა, მიუხედავად მოსახლეობის დიდი შემცირებისა, მზე გახარებული იჭყიტებოდა ციდან,- ღრუბლებს სწევდა, იქით, აქეთ და წვიმის დროსაც მოჩანდა, ისეთი გახარებული იყო!

ადამიანები შინ დაბრუნებისას და საკუთარ სახლში შესვლისას, ხედავდნენ, რომ მტვრის ნაწილაკები მზის შუქზე შეშლილებივით ტრიალებდნენ. ისინი სიხარულით ეწაფებოდნენ ნივთებს, თვით ნივთები კი, გახარებულნი იყვნენ, რადგან მარტო არ იყვნენ და მათთან მტვერი მაინც მეგობრობდა, მაგრამ პატრონის დაბრუნება სულ სხვა სიხარული იყო..!

იქამდე ალბათ რომ შეგეხედათ ნებისმიერის ოთახისათვის, მიხვდებოდით თუ რა მოხდა იქ და რა გადახდა მათ თავს. „ძალზე ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანის შესახებ, თუნდაც მხოლოდ იმ ოთახში შეხედვით, სადაც ის ცხოვრობს“.

ხალხისათვის ეს იყო ერთგვარი გამოცდა… და მას გადალახავდა მხოლოდ და მხოლოდ ის, ვინც ამის ღირსი იყო…

ამის გაკეთება ყველამ ერთად შეძლო, ეს ხომ ძალის ერთობლიობაა… მხოლოდ ერთი ძაფისაგან სახეირო ბევრი არაფერია, მაგრამ ერთმანეთზე გადაგრეხილი ორი ძაფი გაცილებით მაგარია. თუკი ამ ადგილას კიდევ რამდენიმეს გაატარებთ, ისეთ რამეს მიიღებთ რაც ყველაფერს გაუძლებს. სწორედ ასე ამზადებენ ბადეს. ყველას ერთ გარემოცვაში გვიწევს ბრძოლა. როდესაც ერთ კარში ვერ შევდივართ, მეორეში უნდა შევიდეთ. მერე რა, რომ მათ სხვადასხვა ოთახებში მივყავართ, ასე სახლში მოხვედრის შესაძლებლობა მაინც გვაქვს..! ამიტომ უნდა გავერთიანდეთ ყველა ერთად და უნდა წარმოვთქვათ-„ძალა ერთობაშია!!!“

მოგვიანებით კი, ისინი უყვებიან შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, თუ რა მოუვიდა მსოფლიოს, თუ რამ შეაჩერა ის გარკვეული დროით… პატარა  იკითხავს:

-რა ერქვა ამ ვირუსს?

განა სახელი რამეს ნიშნავს ამ ბავშვისათვის?

-„კორონა“,-ამბობს უფროსი აკანკალებული ხმით და თან ჩუმად, შემზარავად  ამატებს:

,,მემენტო მორი“

სპეციალურად “აზრთა სივრცისთვის”

გიორგი სანიკიძე,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *