26/02/2021

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტს იწყება – პროცედურები

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე – online.naec.ge/defonline

წელს გამოცდაზე დარეგისტრირება პრაქტიკოს, მაძიებელ და სპეც მასწავლებლებსა და პროფესიაში შესვლის მსურველებს შეუძლიათ. 

„პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილი, რომელიც დარეგისტრირებული იყო გამოცდაზე, ხელმეორე რეგისტრაციას აღარ გაივლის, თუმცა აქვთ შესაძლებლობა, მონაცემები შეცვალონ ან გააუქმონ, თუ სხვა გზებით აიმაღლეს სტატუსი“,- განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირება ზაფხულში ჩატარდება. 

ცნობისთვის, წელს გამოცდებში მონაწილეობას პირველად მიიღებენ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე სპეცმასწავლებლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *