24/02/2021

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 443 ადამიანს დაუდასტურდა, 461 კი გამოჯანმრთელდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 443 ადამიანს დაუდასტურდა, 461 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 19 051, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 825, PCR ტესტით – 7 226.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 269 438 შემთხვევაა დადასტურებული. 263 257 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 463 კი გარდაიცვალა.

24 თებერვლის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 2,33%, ბოლო 14 დღის – 236%, ბოლო 7 დღის – 2,36%.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *