24/02/2021

მეორე საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ მედიასთან განმარტა, რომ ინფიცირებული ბავშვები მე-7 კლასის მოსწავლეები არიან და ისინი თვითიზოლაციაში უკვე გადავიდნენ.  

“კლასები სწავლების დისტანციურ რეჟიმში არ გადაგვიყვანია. ვინაიდან სკოლაში პირბადის ტარება აუცილებელია და “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” რეკომენდაციით, კლასების დახურვის აუცილებლობა არ დადგა დღის წესრიგში”, – განაცხადა მამუკა ბულიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *