30/01/2021

გიორგი შენგელიამ და მალხაზ თორიამ თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი საავადმყოფოში მოინახულეს

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის გოგონა საავადმყოფოში მოინახულეს.

მალხაზ თორიას განცხადებით, საბედნიეროდ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება და მიმდინარეობს მონიტორინგი. “ჩამონგრეულ ობიეტში მცხოვრები დევნილები დაკმაყოფილებული იყვნენ ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში საცხოვრებელი ფართით. მათი ნაწილი გადასული იყო ახალ ბინებში, დარჩა ერთი ოჯახი, რომლის ბავშვიც დღეს დაშავდა და საბედნიეროდ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ოჯახს სურდა სოფლად სახლის ფარგლებში სახლის შეძენა. ამაზეც თანხმობა ჰქონდათ მათ, რადგან ცხოვრობდნენ ავარიულ შენობაში. სპეკულაციები იმის თაობაზე რომ სახელმწიფო ამ ოჯახებს არ დახმარებია, არის მცდარი. ყველა ოჯახი იყო დაკმაყოფილებული”,- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა.

ინფორმაციისთვის, დღეს, ზუგდიდში საკონსევროს უბანში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ. ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი მაშველებმა გადაარჩინეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *