17/01/2021

საქართველოს ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 20 იანვარს დაიწყება

ჩემპიონატში მონაწილეობას ექვსი გუნდი მიიღებს: „თელასი“, „თსუ“ რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, „თბილისი“, „პსპ“, „ილიაუნი“ და „კავკასიის უნივერსიტეტი“.

2021 წლიდან ფუტსალის ლიგას ფეხბურთის ფედერაცია ჩაატარებს. მანამდე ფუტსალის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატს ორგანიზებას სპორტული სააგენტო SBM-ი უწევდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმდა.

ფუტსალის ლიგის სეზონის ადრე დაწყება სანაკრებო ინტერესებს უკავშირდება. საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2 თებერვალს ევრო 2022-ის შესარჩევ ციკლში თამაშობს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პრინციპულ მეტოქეს რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *