12/01/2021

სწავლა მეორე სემესტრიდან ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება თუ საკლასო ოთახებში?

  • არდადეგების ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და მალე სწავლა განახლდება – 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი გახსნილად გამოცხადდება და მოსწავლე-მასწავლებლებიც თავის რუტინას დაუბრუნდებიან; თუმცა საკითხავია, ეს როგორ მოხდება.

სხვათა შორის, იყო მოლოდინი, რომ ზამთრის არდადეგები, ეპიდვითარების სიმძაფრიდან გამომდინარე, გახანგრძლივდებოდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ზედა ეშელონებში მიღებულია და სასწავლო პროცესიც გეგმისამბერ – 18 იანვარს აღდგება.

ახლა რჩება მეორე და ალბათ უმთავრესი საკითხი – როგორ განახლდება სწავლა – ონლაინ თუ სასკოლო სივრცეში. ეს კითხვა სასკოლო საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს აწუხებს და ჩვენც შევეცდებით.

ცნობილია, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასწავლო პროცესი 31 იანვრის ჩათვლით, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. აჭარის რეგიონშიც ონლაინ-სწავლება მანამ იქნება, სანამ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამოსწორდება; ასევე დისტანციური სწავლება, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, უნდა წარიმართოს შიდაქართლის, ქვემოქართლის, გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოსვანეთის,სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონების სკოლებში; ხოლო  რაც შეეხება დანარჩენ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც სასკოლო სივრცეში დახურეს პირველი სემესტრი, მეორე სემესტრსაც საკლასო ოთახებში განაგრძობენ, თუ ეპიდვითარება ამის საშუალებას აძლევს რეგიონს.

ჯერჯერობით, ეს რეგულაციები იმოქმედებს, სანამ სხვა გადაწყვეტილებას არ გაასაჯაროებს საქართველოს მთავრობა. ასე რომ, მეორე სემესტრი – 18 იანვარს იწყება, ოღონდ ზემოჩამოთვლილი შეზღუდვების გათვალისწინებით.  

წყარო: www.etaloni.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *