09/01/2021

დაისვენებენ თუ არა მასწავლებლები და მოსწავლეები 19 იანვარს – მეორე სემესტრი საჯარო სკოლებში 18 იანვარს იწყება

  • 19 იანვარს მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაულების დროს კი, ყოველთვის აქტიური ხდება კითხვა: ისვენებენ თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ დღეს.

19 იანვარი სახელმწიფოს მიერ ოფიციალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული, სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლები ისვენებენ, სხვა საჯარო უწყებების თანამშრომლების მსგავსად. 

ცნობისთვის, ნათლისღება – ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.

ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *